ტრამპმა USAID-ის ხელმძღვანელებს „რადიკალები” უწოდა, მასკი სააგენტოს „სიკვდილით” ემუქრება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) მომავალს მისი ხელმძღვანელების გათავისუფლების შემდეგ გადაწყვეტს. ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტებს 2 თებერვალს, ღამით განუცხადა.
პრეზიდენტ ტრამპის თქმით, სააგენტოს „რადიკალი გიჟები“ მართავენ, მათ გაუშვებენ და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებენ.
USAID-ი, რომლის წლიური ბიუჯეტი თითქმის 43 მილიარდი დოლარია, პასუხისმგებელია უცხოეთის ქვეყნებისთვის აშშ-ის დახმარების მართვასა და განვითარების სფეროში თანამშრომლობაზე.
2025 წლის იანვარში დონალდ ტრამპმა USAID-ის პროგრამები 90 დღით შეაჩერა აშშ-ის საგარეო პოლიტიკურ კურსთან მათი შესაბამისობის დადგენამდე.
კომპანიების Tesla-ს და SpaceX-ის მფლობელმა, მილიარდერმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა, რომელიც დონალდ ტრამპმა ახალი, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ერთ-ერთ ხელმძღვანელად დანიშნა, 2 თებერვალს სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ USAID-ი „კრიმინალური ორგანიზაციაა“ და მისი „სიკვდილის დროა”.
ბოლო დღეებში USAID-ის ათეულობით თანამშრომელი შვებულებაში გაუშვეს. მათ შორის, როგორც ტელეკომპანია CNN-ი იუწყება ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით, უსაფრთხოების სამსახურის ორი მაღალჩინოსანი. მათ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის წარმომადგენლებს უარი უთხრეს სააგენტოს სისტემებზე წვდომისა და საიდუმლო ინფორმაციის მიცემაზე.
გავლენიანმა დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა დეპარტამენტის ქმედებებს უპრეცედენტო უწოდა და მოითხოვა დაუყოვნებლივ რეაგირება ეროვნული უსაფრთხოებისთვის მოსალოდნელ შედეგებზე. შაჰინის ინფორმაციით, 3 თებერვალს სენატორების ორპარტიული ჯგუფის შეხვედრას მოიწვევენ.
გასული კვირის ბოლოს გაითიშა USAID-ის ვებსაიტიც.
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, საერთაშორისო განვითარების სააგენტო(USAID) ცალკე სამთავრობო ორგანიზაციად არ უნდა დარჩეს და სახელმწიფო დეპარტამენტს უნდა შეუერთდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

საია – მივიჩნევთ, რომ თორნიკე რაზმაძის მიმართ, „ფეისბუქ“ კომენტარის გამო ადმინისტრაციული საქმის დაწყება ცენზურის პრეცედენტია – მოვუწოდებთ შსს-ს, შეწყვიტოს წარმოება და თავი შეიკავოს კრიტიკული გამოხატვის კონტროლისა და დასჯისაგან

არქივი: მარგარიტა სიმონიანი: საქართველოს აღარავინ მოეფერება და იქ ჯარების გაგზავნასაც აღარავინ დაიწყებს. უბრალოდ პირდაპირ თბილისს დაარტყამენ, ისე რომ დიდად არც გაარჩევენ, ვის ან რას ურტყამენ. თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ…