პრეტენზია, რატომ იდგა პრემიერი ივანიშვილისა და ალიევის გვერდით, ან რატომ გადაადგილდებოდა მათ უკან, ლოგიკურ საფუძველს მოკლებულია და სრულად ჯდება ეთიკურ სტანდარტში, მაგრამ ოპოზიციას ეთიკას და მაღალ ღირებულებებს ვერ მოვთხოვთ

პრემიერ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ აგორებული კამპანია, უნიჭო პროპაგანდის კლასიკური მაგალითია, ეს არის კონტექსტიდან ამოგლეჯილი ეპიზოდის გამოყენება პოლიტიკური დისკრედიტაციისთვის- ასე აფასებს ექსპერტი დავით ჩიხელიძე ოპოზიციის კრიტიკას იმის თაობაზე, თუ რატომ იდგა პრემიერი ირაკლი , ბიძინა ივანიშვილისა და ილჰამ ალიევის უკან, მათი შეხვედრის დროს.
ჩიხელიძე ამ ფაქტს იმით ხსნის, რომ ფოტო და ვიდეოკადრები, რომლებსაც ოპონენტები ავრცელებენ, ასახავს სწორედ იმ მომენტს, როდესაც მასპინძელი იყო და შესაბამისად, ბუნებრივია, ყურადღების ცენტრში ის იმყოფებოდა.
მისივე თქმით, ეს პრეტენზია საფუძველს მოკლებულია და სრულად ჯდება ეთიკურ სტანდარტში.
„პრემიერ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ აგორებული კამპანია, უნიჭო პროპაგანდის კლასიკური მაგალითია, ეს არის კონტექსტიდან ამოგლეჯილი ეპიზოდის გამოყენება პოლიტიკური დისკრედიტაციისთვის.
ფაქტობრივი სურათი ასეთია: აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა როგორც საქართველოს პრეზიდენტთან, ისე პრემიერ-მინისტრთან და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესთან. თითოეულ შეხვედრას ჰყავდა თავისი მასპინძელი, რაც განსაზღვრავდა იმ კონკრეტულ მომენტში ცენტრალურ ფიგურასაც.
ფოტო და ვიდეოკადრები, რომლებსაც ოპონენტები ავრცელებენ, ასახავს სწორედ იმ მომენტს, როდესაც მასპინძელი იყო. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ყურადღების ცენტრში ის იმყოფებოდა.
დიპლომატიურ და ზოგადად კომუნიკაციის ეტიკეტში ელემენტარული ნორმაა, რომ როდესაც ორი ადამიანი უშუალოდ საუბრობს, მესამე პირი არ ერევა და საუბარში უხეშად არ იჭრება. სწორედ ამ სტანდარტის დაცვაა ასახული აღნიშნულ კადრებში და არა რაიმე „პროტოკოლური დარღვევა“.
პრეტენზია რატომ იდგა პრემიერი მათ გვერდით ან რატომ გადაადგილდებოდა მათ უკან ლოგიკურ საფუძველს მოკლებულია და სრულად ჯდება ეთიკურ სტანდარტში. მაგრამ ოპოზიციას ეთიკას და მაღალ ღირებულებებს ვერ მოვთხოვთ!“- წერს ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – 26 მაისის აღნიშვნა მთლიანად წარიმართება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700-წლოვანი იუბილის აღნიშვნის ეგიდით, ძალიან ფართო სპექტრი იქნება ღონისძიებების როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ

ირაკლი კობახიძე – თუ ფორმალურად მაინც გინდა, რომ ჟურნალისტი გერქვას, ფორმალური სოლიდარობა მაინც უნდა გამოხატო კოლეგა ჟურნალისტის მიმართ, როგორც არ უნდა განეკუთვნებოდე კონკრეტულ პარტიულ ბანაკს, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“

პრემიერი დაგეგმილ აქციაზე – ერთხელ კიდევ თუ დაენახებიან გვარამია, ზურა ჯაფარიძე, ვაშაძე და ეს ადამიანები საზოგადოებას, კიდევ უკეთესი ჩვენთვის, იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ შეახსენებენ საკუთარ სახეს ჩვენს მოქალაქეებს, სრულიად უსუსურია დღეს რადიკალური ოპოზიცია, ერთმანეთშიც განხეთქილება აქვთ