,, ეს ბინძური ნაცპროპაგანდის მორიგი მაგალითია, მდარე გზავნილებით ცდილობენ ადამიანს ჩირქი მოსცხონ” – გია აბაშიძე

19
ანალიტიკოსი გია აბაშიძე:
,,ფოტოებზე პრემიერ კობახიძის გამოჩენა მის რეზიდენციაში მასპინძელი ბიძინა ივანიშვილისა და სტუმრის, აზერბაიჯანის პრეზიდენტის უკან, მას კი არ აკნინებს, არამედ ამაზე მოყიყინე გაუნათლებელ, გაუზრდელ ნაცარსებებს.
პრემიერ-მინისტრზე აგორდა მე-N fake-კამპანია, რომ როდესაც ალიევი და ივანიშვილი ერთმანეთს ესაუბრებოდნენ, ირაკლი კობახიძე უკან მიყვებოდა და ეს, “ნაცბაბლის” უაზრობით, პრემიერის ე.წ. “არალეგიტიმურობაზე” მიუთითებს.
ეს ბინძური ნაცპროპაგანდის მორიგი მაგალითია, მდარე გზავნილებით ცდილობენ ადამიანს ჩირქი მოსცხონ.
რეალურად – პრეზიდენტი ალიევი შეხვდა მის ქართველ კოლეგას, შემდეგ პრემიერ-მინისტრს და ბოლოს
“ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარეს. რასაკვირველია, ვიზიტის ამ ბოლო შეხვედრაზე პრემიერიც იმყოფებოდა. ბიძინა ივანიშვილი იმ კონკრეტულ მომენტში აზერბაიჯანის პრეზიდენტს თბილისის ხედებს ათვალიერებინებდა და ირაკლი კობახიძეც მათთან ერთად იყო, უკან მიყვებოდა და რა უნდა ექნა?! რადგან პრემიერია მასპინძლის რეზიდენციაში წინ უნდა ყოფილიყო, შუაში, საუბრისთვის ხელი შეეშალა, მათ შორის გაჩხერილიყო, თუ რა?! პრეტენზია რა არის, რომ პრემიერი რატომ იყო მათთან ერთად თუ მათ უკან რატომ იდგა?! ლოგიკა სად არის?!
რა პროტოკოლზე, ქცევის წესებზე ანდა საერთაშორისო ურთიერთობებზე უნდა ილაპარაკონ იმ ვითომ ქედმაღალმა სექტანტებმა, როცა ტოტალურად ბეცნი არიან მართლწერაშიც, არითმეტიკაშიც, გეოგრაფიაშიც და ასტრონომიის თუნდაც ელემენტარულ საკითხებში?! მთავარია, რომ ორკესტრირებულად ყოველთვის დაადასტურონ – ნაცჭაობში ვართ, მაგრამ არ გვეხამუშება, იმედია, თავხედობით მაინც რაიმეს დავამტკიცებთ.
დიახ, ნამდვილად ამტკიცებენ ერთადერთს – თუნდაც ერუდირებული როცა უსამშობლოების “მესიჯბოქსის” გამზიარებელია, უსაშველოა მისი აწმყო და მომავალი.“

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია