„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ - მკაცრად ვგმობთ ჟურნალისტების, ვახო სანაიასა და ქეთა ციცქიშვილის დაკავებას - მათ დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას მოვითხოვთ

„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტების, ვახო სანაიასა და ქეთა ციცქიშვილის დაკავებას გმობს, - განცხადებას „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ (IPI) ავრცელებს.
„IPI მკაცრად გმობს „ფორმულას“ ჟურნალისტების, ვახო სანაიასა და ქეთა ციცქიშვილის დაკავებას. ეს აშკარა მოქმედებაა „ფორმულას“ წინააღმდეგ, რომელიც საქართველოში დარჩენილ რამდენიმე კრიტიკულ ხმას შორის ერთ-ერთია. მათ დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას მოვითხოვთ“, - წერს „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ X-ზე.
შეგახსენებთ, „ფორმულას“ ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვის მიზეზით დღეს დააკავეს, ამავე მიზეზით, 19 ოქტომბერს დააკავეს ტელეწამყვანი ვახო სანაია.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.