პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი მკაცრად გმობს ვახო სანაიასა და ქეთა ციცქიშვილის დაკავებას

პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი მკაცრად გმობს „ფორმულას“ ჟურნალისტების, ვახო სანაიასა და ქეთა ციცქიშვილის დაკავებას.
„ეს აშკარა მიზანმიმართული თავდასხმაა „ფორმულაზე“, რომელიც საქართველოში დარჩენილ მცირერიცხოვანი კრიტიკული ხმათა შორის ერთ-ერთია. მოვუწოდებთ მათი დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისაკენ“, – აცხადებს პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი.
დღეს, 20 ოქტომბერს, პოლიციამ დააკავა „ფორმულას“ კიდევ ერთი წამყვანი, ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი აქციის დროს გზის გადაკეტვის მიზეზით დააკავა. გუშინ ანალოგიური საბაბით 6 დღით პატიმრობა მიუსაჯეს „ფორმულას“ წამყვანს, ჟურნალისტ ვახო სანაიას.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს