არქივი6 აგვისტო, 2025, 16:26
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჭოუ ციენს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში არსებული თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროზე ისაუბრეს.
„განსაკუთრებული ყურადღება სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შემდგომ გაღრმავებას დაეთმო.
ხაზი გაესვა ჩინეთის ელჩის განსაკუთრებულ როლს ორ ქვეყანას შორის არსებულ მაღალი დონის პოლიტიკურ, კულტურულ და ხალხთაშორის ურთიერთობებში,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.