არქივი6 აგვისტო, 2025, 16:42
ირაკლი კობახიძე ჩინეთის ელჩს შეხვდა – რაზე ისაუბრეს?

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჭოუ ციენს შეხვდა – ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში არსებული თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შემდგომ გაღრმავებას.
ხაზი გაესვა ჩინეთის ელჩის განსაკუთრებულ როლს ორ ქვეყანას შორის არსებულ მაღალი დონის პოლიტიკურ, კულტურულ და ხალხთაშორის ურთიერთობებში“ – ნათქვამია ინფორმაციაში.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.