პრემიერ-მინისტრი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდება

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე სხვადასხვა სფეროს ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, გაფართოებული ფორმატის შეხვედრა ბიზნესის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთან რამდენიმე დღის წინ დაიგეგმა და ის მედიისთვის დახურული იქნება.
ამასთან, მათივე ცნობით, მთავრობის კანცელარიაში, ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრობის დროს ბიზნესთან მსგავსი ტიპის პირველი შეხვედრაა.
შეხვედრა 17:00 საათისთვისაა ჩანიშნული.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო