ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პრემიერ-მინისტრი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდება

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე სხვადასხვა სფეროს ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, გაფართოებული ფორმატის შეხვედრა ბიზნესის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთან რამდენიმე დღის წინ დაიგეგმა და ის მედიისთვის დახურული იქნება.

ამასთან, მათივე ცნობით, მთავრობის კანცელარიაში, ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრობის დროს ბიზნესთან მსგავსი ტიპის პირველი შეხვედრაა.

შეხვედრა 17:00 საათისთვისაა ჩანიშნული.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.