პრემიერი – ძალადობის მთავარი წყარო იყო პარტიული ოფისები და როგორც კი შევედით და ამოვიღეთ შესაბამისი ძალადობის იარაღი, მაშინვე დასრულდა ძალადობა – კულტურულად, ნაბიჯ-ნაბიჯ მივედით ძალადობის აღკვეთამდე

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სახელმწიფომ ძალადობის აღსაკვეთად „კულტურულად იმოქმედა“.
როგორც მან აღნიშნა, ძალადობის აღკვეთას რამდენიმე დღე დასჭირდა.
„ჩვენ გარკვეული დრო მოვანდომეთ, საბოლოო ჯამში, ძალადობის აღკვეთას. აქაც კულტურულად იმოქმედა სახელმწიფო სისტემამ. ყველა რგოლი გავიარეთ სათანადოდ. ეს იყო კანონის აღსრულებასთან დაკავშირებული პროცედურები, რაშიც იყო ჩართული შსს, პროკურატურა, სასამართლო ხელისუფლება. რამდენიმე დღე დასჭირდა ძალადობის აღკვეთას, თუმცა, საბოლოო ჯამში, კულტურულად, ნაბიჯ-ნაბიჯ მივედით კანონის აღსრულებამდე და ძალადობის საბოლოოდ აღკვეთამდე. ამ ოთხი წლის განმავლობაში, ჩვენ თვისებრივად გავამყარეთ სახელმწიფოებრიობა ჩვენს ქვეყანაში. სრულიად საპირისპირო მოვლენა იყო წინა ხელისუფლება, სწორედ სამართლის უზენაესობის არარსებობა და კანონის უზენაესობის არარსებობა იყო მთავარი ხელწერა, რაც წინა ხელისუფლებას ახასიათებდა. იმავეს აკეთებენ დღეს ისინი ოპოზიციის რიგებიდან. ისინი არ ცნობენ ლეგიტიმურ არჩევნებს. არ ცნობენ სახელმწიფოს, ხელისუფლებას, ძალადობენ და საბოლოო ჯამში, მთავარი ისაა, რომ ამ ყველაფრით ისინი მაინც ვერ აღწევენ წარმატებას.
საბოლოოდ დადასტურდა, გუშინდელ დღეს, რომ ჩავარდნილი „ნაცმაიდანის“ უკან იდგნენ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ძალები. იდგნენ კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, ძალადობის მთავარი წყარო იყო პარტიული ოფისები და როგორც კი შევედით ამ პარტიულ ოფისებში, ამოვიღეთ შესაბამისი ძალადობის იარაღი, მაშინვე დასრულდა ძალადობა. გუშინ ნახეთ, რომ რესურსი აღარ ჰქონდათ პარტიულ დაჯგუფებებს ძალადობისთვის. როგორც კი მოიშალა ძალადობის წყარო, მაშინვე აღარ მოუწია რეაგირება შსს-ს. ძალიან კარგად ჩანდა ყველაფერი, რაზეც ვსაუბრობდით. როცა არ იყო ძალადობა მომიტინგეების მხრიდან, საერთოდ არავითარი რეაგირების გაწევა არ დასჭირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მითი იმის თაობაზე, რომ ქუჩებში ძალადობდნენ გულწრფელი ახალგაზრდები, თავიდან ბოლომდე, დაიმსხვრა. ეს იყო თავიდან ბოლომდე პარტიულად მართული და დაორგანიზებული ძალადობრივი დაჯგუფებები, რომლებიც ამ დღეების განმავლობაში რუსთაველის გამზირზე მოქმედებდნენ.
ასევე, იცით, რომ არსებობდა ყველაზე დიდი რევოლუციური ჯგუფი „დაიტოვე“. აქაც გაირკვა, რომ ამ ჯგუფის ე.წ. ადმინი ყოფილა სტაჟიანი „ნაციონალი“, რომელიც სააკაშვილს უკრაინაშიც კი სტუმრობდა. აქაც არავითარი გულწრფელობა, თავიდან ბოლომდე პარტიული რესურსი იყო ჩართული ამ „ნაცმაიდნის“ მცდელობაში, რომელიც ამ ოთხი წლის განმავლობაში, ჩვენს ქვეყანაში უკვე მეოთხედ ჩავარდა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?

ნიკა გვარამია – განათლების სისტემამ საზოგადოებასთან და აბიტურიენტებთან დაპირისპირებაში მარცხი განიცადა და აღიარა უმაღლესი განათლების მართვის კოლაფსი და ე.წ. დეფორმის სისტემური ჩამოშლა