პრემიერი – როგორც კი მოვშალეთ ძალადობის კერა და შევედით პარტიულ ოფისებში, მაშინვე შეწყდა ძალადობა დედაქალაქის ქუჩებში – 5 დღეში გავანეიტრალეთ მომიტინგეების ძალადობის რესურსი, სამინისტროს რეაგირების რესურსი რევოლუციის მცდელობებზე არის ამოუწურავი

როგორც კი ჩვენ მოვშალეთ ძალადობის კერა, როგორც კი შევედით პარტიულ ოფისებში, მაშინვე შეწყდა ძალადობა დედაქალაქის ქუჩებში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლებამ 5 დღეში გაანეიტრალა მომიტინგეების ძალადობის რესურსი, ხოლო რაც შეეხება სამინისტროს რეაგირების რესურსს რევოლუციის მცდელობებზე, ეს რესურსი არის ამოუწურავი.
„როდესაც არ იყო ძალადობა, არ იყო არც შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაქცია. ჩვენ 5 დღეში გავანეიტრალეთ მომიტინგეების ძალადობის რესურსი. რაც შეეხება შსს-ს რესურსს, სამინისტროს რეაგირების რესურსი რევოლუციის მცდელობებზე არის ამოუწურავი, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო. შსს-ს რეაგირების რესურსი არის სრულიად ამოუწურავი. ჩვენ შარშანდელი წლის შემდეგ სერიოზულად გავაძლიერეთ მათ შორის ამ მიმართულებით შსს-ს რესურსები და ვერავინ, ვერავითარი შანტაჟით, ვერავითარი პროვოკაციებით ვერავინ შეძლებს ჩვენი სახელმწიფოს სიმტკიცის შერყევას,“- განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სტეფანე: ქვეყანა აქციეს ჯოჯოხეთად. ყველა ვინც ამ პროპაგანდაში მონაწილეობთ, მნიშვნელობა არ აქვს პროფესიას. მაგ პროპაგანდისტულ არხებზე, წამყვანი იქნება, პროდიუსერი, მუსიკოსი თუ სხვა… ყველას თქვენი წვლილი გაქვთ ამ ყველაფერში

ირაკლი კობახიძე ვახო სანაიაზე – ეს ადამიანი ფორმალურადაც კი არ მოქმედებდა როგორც ჟურნალისტი, მოქმედებდა როგორც პოლიტიკური აქტივისტი, რასა იუკნევიჩიენესა და სხვა ევროპელი დეპუტატების განცხადებები კი საერთოდ არ არის საინტერესო