ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პრემიერი - ღონისძიებაზე ირაკლი ღარიბაშვილიც იყო მოწვეული, თუმცა მან ვერ მოახერხა დასწრება - რაც შეეხება ელჩებს, ყველა ელჩი იყო მოწვეული, დარწმუნებული ვარ, რომ უპატივცემულობას ქართული პოლიციის მიმართ არავინ გამოხატავდა

დარწმუნებული ვარ, რომ უპატივცემულობას ქართული პოლიციის მიმართ არავინ გამოხატავდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ეხებოდა იმას, თუ რატომ არ ესწრებოდა ღონისძიებას ირაკლი ღარიბაშვილი და ელჩები.
„ამ ღონისძიებაზე ირაკლი ღარიბაშვილიც იყო მოწვეული, თუმცა მან ვერ მოახერხა დასწრება. რაც შეეხება ელჩებს, ყველა ელჩი იყო მოწვეული, არ ვიცი ვინ ესწრებოდა და ვინ არ ესწრებოდა. დარწმუნებული ვარ, რომ უპატივცემულობას ქართული პოლიციის მიმართ არავინ გამოხატავდა“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.