არქივი31 მაისი, 2024, 21:23
რატომ არ დაესწრნენ ელჩები პოლიციის დღისადმი მიძღვნი ღონისძიებას? – პრემიერის პასუხი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას: – თუ რატომ არ ესწრებოდნენ პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ირაკლი ღარიბაშვილი და ელჩები, – ასე უპასუხა:
„ამ ღონისძიებაზე ირაკლი ღარიბაშვილიც იყო მოწვეული, თუმცა მან ვერ მოახერხა დასწრება. რაც შეეხება ელჩებს, ყველა ელჩი იყო მოწვეული, არ ვიცი ვინ ესწრებოდა და ვინ არ ესწრებოდა. დარწმუნებული ვარ, რომ უპატივცემულობას ქართული პოლიციის მიმართ არავინ გამოხატავდა“
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.