პრემიერი: რუსეთთან გვინდა ჩვენი პრაგმატული პოლიტიკის გაგრძელება

გვინდა ჩვენი პრაგმატული პოლიტიკის გაგრძელება [რუსეთთან], რისი მიზანიც არის ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება და გვაქვს კონკრეტული ამოცანები, – ამის შესახებ რუსეთთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„თქვენ იცით, როგორია [რუსეთთან] ურთიერთობების რეჟიმი. ამ რეჟიმის ფარგლებში, გვინდა ჩვენი პრაგმატული პოლიტიკის გაგრძელება, რისი მიზანიც არის ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება. გვაქვს კონკრეტული ამოცანები, რომელიც უკავშირდება ეკონომიკურ ურთიერთობებს. ამას ეხება ის მითითებები, რომელიც შეიძლება ყოფილიყო მიცემული [ქაჯაიასთვის]. ამაზე შედგა საუბარი ჩემსა და ქაჯაიას შორის“, – აღნიშნა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: უნგრეთმა მსოფლიო პატივისცემა დაიმსახურა თავისი მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ინჟინრებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით, და არა იმიტომ, რომ ერთ დღეს გაუკუღმართებული ბუნების მქონე ადამიანების აღლუმის გამო