ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ეს არის იმ ეფექტიანი პოლიტიკის შედეგი, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება აწარმოებს – ირაკლი კობახიძე გლობალური ტერორიზმის ინდექსზე

ეს არის იმ ეფექტიანი პოლიტიკის შედეგი, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება აწარმოებს – ირაკლი კობახიძე გლობალური ტერორიზმის ინდექსზე
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არსებობა გვიწევს ძალიან რთულ რეგიონში და არის უამრავი გამოწვევა ჩვენს გარშემო, თქვენ ხედავთ, რომ ჩვენ ვინარჩუნებთ როგორც მშვიდობას, ასევე სიმშვიდესა და სტაბილურობას ჩვენს ქვეყანაში, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის (IEP) მიერ გამოქვეყნებულ გლობალური ტერორიზმის ინდექსს, რომელშიც საქართველოს მოწინავე პოზიცია უჭირავს.
„ეს არის იმ ეფექტიანი პოლიტიკის შედეგი, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება აწარმოებს. განსაკუთრებული მადლობა აქ ბუნებრივია ეკუთვნით სამართალდამცავ სტრუქტურებს, რომლებიც ჩუმად, მაგრამ ეფექტიანად მუშაობენ იმისთვის, რომ ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს სიმშვიდე და ქვეყანა დაცული იყოს ნებისმიერი ასეთი საფრთხისგან“, – აღნიშნა პრემიერმა.
მსოფლიოს მოწინავე საერთაშორისო შემფასებელმა ორგანიზაციამ და ანალიტიკურმა ცენტრმა ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტმა (IEP) მსოფლიო ტერორიზმთან დაკავშირებით მორიგი გლობალური ანგარიში გამოაქვეყნა. საქართველომ მსოფლიოში საუკეთესო შეფასება დაიმსახურა.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.