ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პრემიერი - მიუხედავად იმისა, რომ არსებობა გვიწევს რთულ რეგიონში და უამრავი გამოწვევაა ჩვენ გარშემო, ხედავთ, რომ ჩვენ ვინარჩუნებთ, როგორც მშვიდობას, ისე სიმშვიდეს, სტაბილურობას

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს არსებობა უწევს რთულ რეგიონში და არის უამრავი გამოწვევა, ქვეყანა სიმშვიდეს ინარჩუნებს. როგორც კობახიძემ აღნიშნა, განსაკუთრებული მადლობა, აქ, ეკუთვნით სამართალდამცველ სტრუქტურებს, "რომლებიც ჩუმად, მაგრამ ეფექტიანად მუშაობენ".
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არსებობა გვიწევს ძალიან რთულ რეგიონში და არის უამრავი გამოწვევა ჩვენ გარშემო, ხედავთ, რომ ჩვენ ვინარჩუნებთ, როგორც მშვიდობას, ისე სიმშვიდეს, სტაბილურობას ჩვენ ქვეყანაში, რაც არის იმ ეფექტიანი პოლიტიკის შედეგი, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება აწარმოებს. განსაკუთრებული მადლობა, აქ, ბუნებრივია, ეკუთვნით სამართალდამცველ სტრუქტურებს, რომლებიც ჩუმად, მაგრამ ეფექტიანად მუშაობენ იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს უზრუნველყოფილი სიმშვიდე და ქვეყანა დაცული იყოს ნებისმიერი ასეთი საფრთხისგან“, -განაცხადა კობახიძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.