ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პრემიერი - მადლობა ბიჭებს ღირსეული თამაშისთვის - დღეს პირველ ქულამდე მხოლოდ იღბალი დაგვაკლდა, ყველაფერი წინაა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კიბახიძე საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს მადლობას უხდის.

"მადლობა ბიჭებს ღირსეული თამაშისთვის! მადლობა ევროპის ჩემპიონატზე პირველი გოლისთვის! დღეს პირველ ქულამდე მხოლოდ იღბალი დაგვაკლდა! ყველაფერი წინაა!",- წერს პრემიერი "ფეისბუქზე".

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად თამაშობს. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი თურქეთთან გამართა. შეხვედრა 3:1 თურქეთის ნაკრების სასარგებლოდ დასრულდა. 22 ივნისს საქართველოს ნაკრები ჰამბურგში ჩეხეთს დაუპირისპირდება, ხოლო 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.