არქივი19 ივნისი, 2024, 10:11
მადლობა ბიჭებს ღირსეული თამაშისთვის! მადლობა ევროპის ჩემპიონატზე პირველი გოლისთვის – კობახიძე
მადლობა ბიჭებს ღირსეული თამაშისთვის! მადლობა ევროპის ჩემპიონატზე პირველი გოლისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.
„მადლობა ბიჭებს ღირსეული თამაშისთვის! მადლობა ევროპის ჩემპიონატზე პირველი გოლისთვის! დღეს პირველ ქულამდე მხოლოდ იღბალი დაგვაკლდა! ყველაფერი წინაა!“ – წერს კობახიძე.
საქართველო-თურქეთის თამაში 3:1 დასრულდა. მატჩში გოლი გიორგი მიქაუტაძემ 31-ე წუთზე გაიტანა. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე თავის სადებიუტო შეხვედრას მართავდა. თამაში დორტმუნდში მიმდინარეობდა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.