ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პრემიერი კობახიძე დონალდ ტრამპს გამარჯვებას ულოცავს

პრემიერი კობახიძე დონალდ ტრამპს გამარჯვებას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპს, არჩევნებში გამარჯვებას მიულოცა, სოციალურ ქსელ X-ში.
„ვულოცავ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს არჩევნებში გადამწყვეტ გამარჯვებას. დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობა ხელს შეუწყობს მშვიდობას გლობალურად და ჩვენს რეგიონში, ასევე უზრუნველყოფს აშშ-საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვას“, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც.
"გილოცავთ არჩევნებში გამარჯვებას, ბატონო პრეზიდენტო დონალდ ტრამპ! ახლა, როგორც არასდროს, საჭიროა ძლიერი შეერთებული შტატები – ჩვენი 33-წლიანი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი – რათა მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, გააძლიეროს რეგიონალური უსაფრთხოება და სტაბილურობა და დაიცვას ჩვენი თავისუფლება და დამოუკიდებლობა", - დაწერა ზურაბიშვილმა სოციალურ მედიაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.amerikiskhma.com ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.