არქივი6 ნოემბერი, 2024, 12:52
ურსულა ფონ დერ ლაიენი დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
„დონალდ ტრამპს გულთბილად ვულოცავ. ევროკავშირი და აშშ უფრო მეტი არიან, ვიდრე მოკავშირეები. ჩვენ ჩვენს ხალხებს შორის ჭეშმარიტი პარტნიორობა გვაკავშირებს, რომელიც 800 მილიონ მოქალაქეს აერთიანებს. მოდით, ერთად ვიმუშაოთ ძლიერი ტრანსატლანტიკური დღის წესრიგისთვის, რომელსაც მათთვის სარგებელი მოაქვს“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.