პრემიერი – დეკემბერში იქნება მიღებული გადაწყვეტილება გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით, იმედი გვაქვს, რომ წელსაც ქვეყანას ექნება მხარდაჭერა გერმანიის მხრიდან, მთლიანად ევროპული საბჭოს მხრიდან

დეკემბერში იქნება მიღებული გადაწყვეტილება მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ წელსაც ქვეყანას ექნება მხარდაჭერა გერმანიის მხრიდან, მთლიანად ევროპული საბჭოს მხრიდან. იმედი გვაქვს, მიღებული იქნება დადებითი გადაწყვეტილება და არა ისეთი, როგორიც მიღებულ იქნა 2022 წლის ივნისში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტისას განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, 2022 წლის ივნისში მიღებულ იქნა უსამართლო გადაწყვეტილება.
„ყველას გახსოვთ, რომ 2022 წლის ივნისში მიღებულ იქნა უსამართლო გადაწყვეტილება, რომლის გამოყენებაც სცადეს მთელმა რიგმა ორგანიზაციებმა ქვეყანაში რევოლუციის მოსაწყობად. იმედი გვაქვს, რომ ასეთი მიმართულებით არ განვითარდება წელს პროცესები და იმედი გვაქვს, რომ წელს იქნება მიღებული სამართლიანი გადაწყვეტილება. თქვენ იცით, რომ დღეს გვაქვს უსამართლო მოცემულობა, კერძოდ, გახსნილია მოლაპარაკებები უკრაინასთან და მოლდოვასთან, მაგრამ არა საქართველოსთან, მაშინ როცა ორივე ქვეყანას სერიოზულად ვუსწრებთ წინ. ეს უსამართლობა უნდა დასრულდეს და იმედი გვაქვს, დეკემბერში, საბოლოო ჯამში, ეს უსამართლობა ეფექტურად აღმოიფხვრება,”- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა – 7 248 მოსწავლეს შეუჩერდა, 1 366 მოსწავლეს კი შეუწყდა მოსწავლის სტატუსი