ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პრემიერი - გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საუბარი გვექნება ყველა თემაზე, რომელიც უკავშირდება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, პრიორიტეტებს

პრემიერი - გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საუბარი გვექნება ყველა თემაზე, რომელიც უკავშირდება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, პრიორიტეტებს

გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე საუბარი გვექნება ყველა თემაზე, რომელიც უკავშირდება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და პრიორიტეტებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ნიუ-იორკში, ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, სიტყვით გამოსვლისას ყურადღებას ასევე გაამახვილებს ქვეყნის პოლიტიკურ მდგომარეობაზე.
„რა თქმა უნდა, ყველა თემას შევეხებით, რომლებიც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ მდგომარეობასთან, მის განვითარებასთან, ამისთვის იქნება ეს პლატფორმა გამოყენებული", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე 25 სექტემბერს სიტყვით გამოვა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.