გაერო-ს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი – ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების განახლებით შეშფოთებული ვარ

ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების განახლებით შეშფოთებული ვარ, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა, დენის ფრანცისმა განაცხადა.
„ღრმად შეშფოთებული და დამწუხრებული ვარ ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების განახლებით. ვიმეორებ ჩემს მოწოდებას ხანგრძლივი ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის, ყველა დარჩენილი მძევლის უპირობო გათავისუფლების და პალესტინელებისთვის ჰუმანიტარულ დახმარებაზე შეუფერხებელი წვდომის შესახებ“, – წერს დენის ფრანცისი X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).
შეგახსენებთ, რომ 27 ოქტომბერს გენერალური ასამბლეის 193 წევრიდან 120-მა ღაზაში ჰუმანიტარულ ზავს დაუჭირა მხარი, 14 ქვეყანა წინააღმდეგი იყო, ხოლო 45-მა თავი შეიკავა.

ასევე დაგაინტერესებთ

კონსტანტინე ნაცვლიშვილი: საქართველოდან ნაძარცვი ხელოვნების ნიმუშები დღეს ინახება რუსეთის მუზეუმებსა და საცავებში. ძარცვა გაგრძელდა და დღეს უკვე აფხაზეთიდან ხდება უკანონო არქეოლოგიური გათხრებიდან მოპოვებული არტეფაქტების უკანონო გატანა