პრემიერი – არიან პოლიტიკური ძალები, რომელსაც არაფერი აქვთ სათქმელი და კამპანიებს ვერ ატარებენ – ხან კულინარიული შოუ აქვთ შეთავაზებული საზოგადოებისთვის, ხან სხვა ტიპის პროპაგანდისტული აქტები

საქართველოში არიან პოლიტიკური ძალები, რომელსაც ქართველი ხალხის მიმართ არაფერი აქვთ სათქმელი, ვერაფერს ამბობენ და კამპანიებს ვერ ატარებენ – ხან კულინარიული შოუ აქვთ შეთავაზებული საზოგადოებისთვის, ხან სხვა ტიპის პროპაგანდისტული აქტები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული „პოლიტიკური ძალები“ საზოგადოებას ვერ ესაუბრებიან და სინამდვილეში, ისინი საარჩევნო კამპანიას ქვეყნის გარეთ მართავენ.
„საქართველოში არიან პოლიტიკური ძალები, რომელსაც ქართველი ხალხის მიმართ არაფერი აქვთ სათქმელი. ვერაფერს ამბობენ და კამპანიებს ვერ ატარებენ. ხან კულინარიული შოუ აქვთ შეთავაზებული საზოგადოებისთვის, ხან სხვა ტიპის პროპაგანდისტული აქტები. მაგრამ რეალურად, საზოგადოებას ვერ ესაუბრებიან და სინამდვილეში, ისინი საარჩევნო კამპანიას ქვეყნის გარეთ მართავენ, რაც ძალიან სამწუხაროა. კიდევ უფრო სამწუხაროა ის, რომ ამისათვის მათ პლატფორმებს სთავაზობენ. თუმცა ასეთი აქტები, რეალურად გავლენას ვერ მოახდენს ქართველი ამომრჩევლის ნებაზე, რომელიც გამოიხატება 26 ოქტომბერს“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ