ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პრემიერი - ოპოზიცია საარჩევნო კამპანიას ატარებს არა ქვეყანაში, საკუთარ ხალხთან, არამედ საზღვარგარეთ, საკუთარ მფარველებთან და ლობისტებთან, ვინაიდან არაფერი აქვთ სათქმელი ქართული საზოგადოებისთვის

პრემიერი - ოპოზიცია საარჩევნო კამპანიას ატარებს არა ქვეყანაში, საკუთარ ხალხთან, არამედ საზღვარგარეთ, საკუთარ მფარველებთან და ლობისტებთან, ვინაიდან არაფერი აქვთ სათქმელი ქართული საზოგადოებისთვის

ოპოზიცია საარჩევნო კამპანიას ატარებს არა საკუთარ ქვეყანაში, საკუთარ ხალხთან, არამედ საზღვარგარეთ, საკუთარ მფარველებთან და ლობისტებთან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გორში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, ქართველი ხალხისგან განსხვავებით უცხოელის მოტყუება უფრო ადვილია.
„რაც შეეხება ოპოზიციის საზღვარგარეთ სიარულს, რეალურად ამისთვის არც უნდა ეცალოს ოპოზიციას. ისინი საარჩევნო კამპანიას ატარებენ არა საკუთარ ქვეყანაში, საკუთარ ხალხთან, არამედ კამპანიას ატარებენ საზღვარგარეთ საკუთარ მფარველებთან და ლობისტებთან. ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ მათ რეალობის შეგრძნებაც არ აქვთ. საერთოდ არ ესაუბრებიან საზოგადოებას, თუმცა ამას აქვს ობიექტური მიზეზიც, არაფერი აქვთ სათქმელი და სწორედ ამიტომ დადიან საზღვარგარეთ და ტყუილებს ლაპარაკობენ უცხოელებთან, უცხოელის მოტყუება უფრო ადვილია, ქართველი ხალხის მოტყუება ადვილი არ არის, ვინაიდან ხალხი თვითონ ხედავს, რა ხდება ქვეყანაში და ქვეყნის გარშემო“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.