პრემიერის ანგარიში შეეხებოდა ათწლიანი პერიოდის შეჯამებას, კარგად გამოჩნდა, რა მიღწევები აქვს საქართველოს – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განაცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის ანგარიში მნიშვნელოვანი იყო, რომელიც როგორც მიმდინარე წელს და მის შედეგებს, ასევე ათწლიანი პერიოდის შეჯამებას შეეხებოდა.
პაპუაშვილის თქმით, ანგარიშით კარგად გამოჩნდა, რა მიღწევები აქვს საქართველოს.
“ჩვენ ვართ მოწინავე ქვეყანა არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროკავშირის წევრ ბევრ ქვეყანასთან შედარებითაც, აღარაფერი რომ არ ვთქვათ კანდიდატ ქვეყნებზე. დემოკრატიული ინსტიტუტები, გამჭვირვალობა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა იქნება თუ ეკონომიკის განვითარება, ჩვენ ვართ პირველები, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით.
საქართველომ შარშან პირველად გადააბიჯა იმ ზღვარს, რომელიც ჰქონდა ქვეყნებს ევროკავშირში გაწევრიანების მომენტში, დაახლოებით ექვსი, 7 100 დოლარი ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლით. ჩვენ 8 100 დოლარით დავხურავთ ამ წელს ერთ სულ მოსახლეზე, მშპ-ის მაჩვენებლით. ყველა კანდიდატს თუ შევადარებთ, ამით მეოთხე ადგილზე ვართ და ვუსწრებთ სხვა დანარჩენ კანდიდატ ქვეყნებს. ოთხ ქვეყანას ვუსწრებთ ამ მაჩვენებლით. აქედანაც ჩანს, რამდენად დამსახურებულად მიიღო საქართველომ კანდიდატის სტატუსი. პრინციპში, საბოლოო სამართლიანობაზე თუ ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, საქართველოს მიმართ დღესვე შეიძლებოდა ყოფილიყო გადაწყვეტილება მიღებული მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველო სამხრეთ კავკასიის და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, ეს კი ხელსაყრელ პოზიციაში გვაყენებს იმისათვის, რომ ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს

ირაკლი კობახიძე – სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, დღეს ჩვენ ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა, რაც ეხმიანება ჩვენს საერთო მისწრაფებას – შევქმნათ უკეთესი მომავალი

ირაკლი კობახიძე – გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას გავაჟღერეთ ჩვენი მთავარი გზავნილები, შევეხეთ ყველა ეროვნულ საკითხს, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის საუბარი გვქონდა ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ გამოწვევაზე, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეგიონების ოკუპაცია

პრემიერი – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს და თავად ხედავენ, რომ წარუმატებლობისთვის არის მათი ეს აქციები განწირული