პრემიერის თქმით, მთავრობას განზრახული აქვს, ხუდონჰესის მშენებლობა თავად დაიწყოს

მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიში წარადგინა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმროში „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში”.
პრემიერის განცხადებით, ერთ-ერთი მთავარ მიმართულებას და პრიორიტეტს ენერგეტიკის განვითარება წარმოადგენს. მისი თქმით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ამჟამად არის ელექტროენერგიის გამოშვების ისტორიული მაქსიმუმი. ამასთან, როგორც პრემიერმა თქვა, რეკორდული არის ელექტროენერგიის ტრანზიტი.
ს განცხადებით, ახლა მთავრობა მუშაობს ჰიდროსადგურის განვითარებაზე, და მათ შორის იქნება ხუდონჰესი. პრემიერის თქმით, ენგურჰესის შემდეგ, ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი საქართველოს ენერგეტიკის დარგისთვის. როგორც ღარიბაშვილმა თქვა, მთავრობას განსაზღვრული აქვს, თავად დაიწყოს ხუდონჰესის მშენებლობა.
„ვმუშაობთ ახლა დიდი სიმძლავრის ოთხი ჰიდროსადგურის განვითარებაზე, მათ შორს, ეს იქნება ხუდონჰესის პროექტი ოღონდ, ეს იქნება შეცვლილი ისე, რომ აღარ დაიტბორება არც სოფელი და არც ტაძარი და ძალიან მინიმალური ეფექტი ექნება გარემოზე. ზოგადად რეგიონზე – პირიქით, ეს იქნება ერთ-ერთი სანიმუშო პროექტი. ენგურჰესის შემდეგ, ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკის დარგისთვის. მოგეხსენებათ, 2012 წელს გასხვისებული დაგვხვდა ხუდონჰესის პროექტი და ჩვენ მოვახდინეთ გამოსყიდვა და სახელმწიფოს განზრახული აქვს, რომ თავად დაიწყოს მშენებლობა ამ დიდი, ეროვნული მნიშვნელობის ჰესის”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მან დაამატა, რომ დაგეგმილი არის ნენსკრაჰესის მიმართულების განვითარებაზე მუშაობა.
დღემდე ცნობილი ხუდონჰესის პროექტი მოიცავს მდინარე ენგურის ზედა ნაწილში, ენგურის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლიდან 34 კმ დაშორებით, თაღოვანი კაშხლის, მიწისქვეშა ელექტროსადგურის, წყალსაგდებების, წყალმიმღებებისა და სხვა ნაგებობების მშენებლობას.
ხუდონჰესის მშენებლობის გამო ადგილობრივ მცხოვრებლებს პროტესტი არაერთხელ გამოუხატავთ. სოფელ ხაიშის მოსახლეობა ხუდონჰესის მშენებლობას აღიქვამს, როგორც გეოგრაფიული ასევე კულტურული ერთეულის განადგურების საშიშროებად.
1990-იანი წლების დასაწყისში კი პროექტი ფართომასშტაბიანი პროტესტის გამო დაიბლოკა.

ასევე დაგაინტერესებთ