პრემიერისა და საპარლამენტო კომისიის ძალისხმევით, საზოგადოებამ კონკრეტული სარგებელი მიიღო – ცოტნე ანანიძე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძისა და საპარლამენტო კომისიის ერთობლივი მუშაობის შედეგად პირველადი მოხმარების პროდუქტებთან დაკავშირებით მიღწეულ პრაქტიკულ შედეგზე წერს სოციალურ ქსელში.
ანანიძის განცხადებით, ხელისუფლების მუშაობამ მოსახლეობისთვის რეალური სარგებელი მოიტანა, რაც იმაში გამოიხატა, რომ ქსელურმა მარკეტებმა გამოავლინეს სოციალური პასუხისმგებლობა პირველადი მოხმარების პროდუქტებთან დაკავშირებით – სპეციალური საფასო პოლიტიკის შემუშავების სახით.
„პრემიერისა და საპარლამენტო კომისიის ძალისხმევით, საზოგადოებამ კონკრეტული სარგებელი მიიღო: კონსულტაციების შედეგად, ქსელური მარკეტების წარმომადგენლებმა, პირველადი მოხმარების პროდუქტებთან დაკავშირებით სოციალური პასუხისმგებლობა გამოავლინეს, რაც სპეციალურ საფასო პოლიტიკას გულისხმობს,“- წერს ცოტნე ანანიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა