ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მარგუს ცაჰკნა - საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის - ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის „უცხოური აგენტების“ კანონზე ვეტო წინ მიმავალ გზას ხსნის, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს.
„საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის უცხოური აგენტების კანონზე ვეტო წინ მიმავალ გზას ხსნის. ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი და საქართველოს ევროკავშირის გზას დაუბრუნდნენ“, - წერს ცაჰკნა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.