„პრეზიდენტ ზურაბიშვილს საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს მომენტში შევხვდი“ – შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე წერს.
მიშელის თქმით, მათი შეხვედრა „საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს მომენტში“ შედგა.
„როგორც კანდიდატ ქვეყანას, საქართველოს სჭირდება რეფორმების გაღრმავება – ჩვენი საერთო დემოკრატიული ღირებულებების შესაბამისად.
რეფორმები, კანონის უზენაესობა და დემოკრატიული პრინციპები ევროკავშირისკენ მიმავალი გზის ქვაკუთხედია.
საქართველოს მომავალზე გადაწყვეტილება მხოლოდ საქართველოში და ქართველი ხალხის მიერ შეიძლება იყოს მიღებული“, – წერს მიშელი.
პრეზიდენტი ზურაბიშვილი მის გარდა დღეს ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენსაც ხვდება.

ასევე დაგაინტერესებთ

“ძვირფასო ბელარუსებო, თავი შეიკავეთ დღეს რუსეთში, განსაკუთრებით სასაზღვრო ოლქებში მოგზაურობისგან. იქ ყოველდღე ვარდება უპილოტო საფრენი აპარატები და მსგავსი უსიამოვნო შემთხვევები ხდება”