ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ქართველმა ხალხმა შეიძლება მიიღოს” – მიშელი ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ

“ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ქართველმა ხალხმა შეიძლება მიიღოს” – მიშელი ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ

საქართველოს პრეზიდენტსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შორის აუდიენცია დასრულდა – სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ, შარლ მიშელმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ შეხვედრა საქართველოსთვის გადამწყვეტ მომენტში შედგა.
შეხვედრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან საქართველოსთვის გადამწყვეტ მომენტში. როგორც კანდიდატ ქვეყანას, საქართველომ უნდა გააღრმავოს რეფორმები ჩვენი საერთო დემოკრატიული ღირებულებების შესაბამისად. რეფორმები, კანონის უზენაესობა და დემოკრატიული პრინციპები ევროკავშირის გზის საფუძველს წარმოადგენს. საქართველოს მომავალზე გადაწყვეტილება საქართველოში მხოლოდ ქართველმა ხალხმა შეიძლება მიიღოს.” – წერს შარლ მიშელი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.