პრეზიდენტმა ზელენსკიმ -ში ელჩის თანამდებობაზე ოლგა სტეფანიშინას კანდიდატურა შეარჩია

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ -ში ელჩის თანამდებობაზე შეარჩია ოლგა სტეფანიშინა. ის დღემდე იყო იუსტიციის მინისტრი და ვიცე-პრემიერი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში.
ვაშინგტონთან სტეფანიშინას კანდიდატურის შეთანხმების პროცედურების დასრულებამდე ის იქნება უკრაინის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის განვითარების საკითხებში.
შესაბამის განკარგულებას ზელენსკიმ ხელი დღეს, 17 ივლისს მოაწერა, რის შემდეგაც სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ სტეფანიშინა ამ სტატუსით იმუშავებს, სანამ ვაშინგტონთან დასრულდება ელჩის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის შეთანხმების პროცედურები, რათა შეერთებულ შტატებთან „ურთიერთობების ტემპი არ დაიკარგოს“.
ბოლო ხანს მედიით ვრცელდებოდა ცნობები, რომ აშშ-ში უკრაინის ელჩი გახდებოდა თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი, რაც 10 ივლისს არც პრეზიდენტმა ზელენსკიმ გამორიცხა.
აშშ-ში უკრაინის ელჩის თანამდებობას 2021 წლის თებერვლიდან იკავებს ოქსანა მარკაროვა.
2025 წლის აპრილში ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში აშშ-ის ელჩის თანამდებობას ტოვებს ბრიჯიტ ბრინკი. მაისში მან გადადგომის მიზეზად დაასახელა უკრაინის მიმართ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა.
ბრინკმა განაცხადა, რომ პატივს სცემს აშშ-ის პრეზიდენტის უფლებას და პასუხისმგებლობას, განსაზღვროს ქვეყნის საგარეო პოლიტიკა, მაგრამ ვეღარ შეძლო ამ პოლიტიკის კეთილსინდისიერად გატარება, რადგან ტრამპის ადმინისტრაციის მმართველობის დაწყებისთანავე ეს პოლიტიკა იყო ზეწოლა არა აგრესორ რუსეთზე, არამედ მსხვერპლ უკრაინაზე.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს