პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ზელენსკიმ თავდაცვის ყოფილი მინისტრი უმეროვი უშიშროების საბჭოს მდივნად დანიშნა

ზელენსკიმ თავდაცვის ყოფილი მინისტრი უმეროვი უშიშროების საბჭოს მდივნად დანიშნა

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს, 18 ივლისს გამოცემული ბრძანებებით საბჭოს მდივნის თანამდებობიდან გაათავისუფლა ოლექსანდრ ლიტვინენკო და მის ნაცვლად დანიშნა თავდაცვის ყოფილი მინისტრი რუსტემ უმეროვი.
უმეროვი ვეღარ მოხვდა უკრაინის მინისტრთა კაბინეტის იმ შემადგენლობაში, რომელსაც ახალი პრემიერ-მინისტრი იულია სვირიდენკო ხელმძღვანელობს. უკრაინის პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ პრემიერად წარდგენილი სვირიდენკოს დანიშვნას მხარი 17 ივლისს დაუჭირა.
იულია სვირიდენკომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე შეცვალა დენის შმიჰალი, რომელმაც მთავრობის ახალ შემადგენლობაში თავდაცვის მინისტრის თანამდებობა დაიკავა.
რუსტემ უმეროვი უკრაინის თავდაცვის მინისტრი იყო 2023 წლის სექტემბრიდან. მისი კანდიდატურა განიხილებოდა აშშ-ში უკრაინის ელჩის თანამდებობაზე, თუმცა 17 ივლისს ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ ვაშინგტონში ელჩობის კანდიდატად შეარჩია იუსტიციის ყოფილი მინისტრი და ყოფილი ვიცე-პრემიერი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ოლგა სტეფანიშინა.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 ივლისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.