ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პრეზიდენტი: დადგა დრო, როდესაც საქართველოს ინტერესშია კოალიციური მთავრობა

ჩვენ იმაზე კი არ უნდა ვფიქრობდეთ, რა არის რუსეთის ინტერესი, და არასოდეს გვეცოდინება ბოლომდე - რა არის მისი ინტერესი. ჩვენ უნდა ვფიქრობდეთ იმაზე, რა არის საქართველოს ინტერესი.
და მე მგონია, მჯერა, ჩემი გამოცდილებიდან და სხვა ქვეყნების გამოცდილებიდან, რომ დღეს დადგა დრო, როდესაც საქართველოს ინტერესში არის კოალიციური მთავრობა, არის მრავალპარტიული წყობის შემოტანა, იმიტომ, რომ ჩვენ ამდენი წელია, რაც დამოუკიდებელი სახელმწიფო დაარსდა, ვცხოვრობთ მეტნაკლებად ერთპარტიულ სისტემაში. ეს არის ის, ალბათ, რაც უნდა დასრულდეს, თუ ჩვენ გვინდა, რომ გადავიდეთ ნამდვილი ევროპული სახელმწიფოს ფორმატში. ეს არის საქართველოს ინტერესი და რუსეთის ინტერესზე რუსებმა იფიქრონ, რა არის მათი ინტერესი.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.