პრეზიდენტი – შობას ვულოცავ ყველას, ვინც მაცხოვრის დაბადებას ზეიმობს – მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია კონფესიათა ჰარმონიული თანაცხოვრებისა არა მხოლოდ გვეამაყება, არამედ ერთ–ერთი მთავარი ნიშანია, რომ ოდითგანვე ვიზიარებდით ევროპულ ღირებულებებს

შობის დღესასწაულს ვულოცავ ყველას, ვინც მაცხოვრის დაბადებას ზეიმობს! , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში წერს.
“განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს თანამოქალაქეებს, სხვადასხვა ქრისტიანული ეკლესიების მრევლს!
საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია კონფესიათა ჰარმონიული თანაცხოვრებისა არა მხოლოდ გვეამაყება, არამედ ერთ–ერთი მთავარი ნიშანია იმისა, რომ ჩვენ, როგორც ერი, ოდითგანვე ვიზიარებდით ევროპულ ღირებულებებს.
ვუერთდები თქვენს სიხარულს, გისურვებთ მშვიდობას, ბედნიერებას, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას!”,- წერს პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მამულაშვილი – ლეგიონში სპეციფიკა შეცვლილია დრონებით და ძირითადი ნაწილი ამ მიმართულებაზე არის გადასული – რუსეთის ზურგშიც იქნება დარტყმები მოსკოვშიც და „წითელ მოედანზეც“ – ჩემი აზრით, თავდაცვის სამინისტროც ლეგიტიმური სამიზნეა