პრეზიდენტი სპეცრაზმელების სიაზე – ეს სია ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარია, რამეთუ ადასტურებს სისტემის რღვევას და აძლიერებს საზოგადოებრივ წნეხს ადამიანებზე, რომლებსაც, იმედი მაქვს, შეიძლება სინდისი აწუხებთ და ჩადენილს განიცდიან

ეს სია ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარია, რამეთუ ადასტურებს სისტემის რღვევას და აძლიერებს საზოგადოებრივ მორალურ წნეხს ადამიანებზე, რომლებსაც, იმედი მაქვს, შეიძლება სინდისი აწუხებთ და ჩადენილს განიცდიან, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც სპეცრაზმელების ვინაობის შესახებ „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
„ეს წნეხი საზოგადოების ჯანსაღი გამოვლინებაცაა და დიდი ძალა, თუმცა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადაიზარდოს პირად ანგარიშსწორებაში! ამან პირიქით დროებით კონსოლიდაცია შეიძლება გამოიწვიოს. სამართლიანი სასამართლოს დრო ისედაც მოდის!,“ – წერს ზურაბიშვილი.
ცნობისთვის, „მთავარმა არხმა“ სპეცრაზმელების და მათი ხელმძღვანელების სია გაავრცელა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება