პრეზიდენტი – გუშინდელი აქციის შემდეგ 43 ადამიანია დაკავებული, ჩვენ ისინი არ გვავიწყდება, მათი ბედი არის მნიშვნელოვანი – ვგრძნობ პირადად პასუხისმგებლობას

გუშინდელი აქციის შემდეგ 43 ადამიანი არის დაკავებული, ჩვენ ისინი არ გვავიწყდება, მათი ბედი არის ძალიან მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიმართვაში განაცხადა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, აქციების დროს დაკავებული ადამიანების მდგომარეობა მთელი საზოგადოების პასუხისმგებლობაა.
„მინდა ვახსენო და ეს ჩვენთვის ძალიან საყურადღებოა, ჩემთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, პოლიტიკოსებისთვის და ზოგადად საზოგადოებისთვის, რომ გუშინდელი აქციის შემდეგ 43 ადამიანი არის დაკავებული. ჩვენ ისინი არ გვავიწყდება, მათი ბედი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს არის მთელი საზოგადოების პასუხისმგებლობა და მეც ვგრძნობ პირადად პასუხისმგებლობას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ამასთან, სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის შეხვდა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს და დაცული იქნება ყველა იმ ადამიანის უფლებები, რომლებიც საჯაროდ ნათქვამი პროტესტის გამო ხელისუფლების მიერ იქნებიან დასჯილი.
„მე დღეს შევხვდი რამდენიმე არასამთავრობოს და შემიძლია ვთქვა, რომ ყველა, ვინც ამ პროტესტის გამო გამოხმაურებულ და საჯაროდ ნათქვამი პროტესტის გამო იქნებიან რამენაირად დასჯილი, ისინი იქნებიან დაცული“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)