ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პრეზიდენტი - სპეცდანიშნულების ძალები აშკარად ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან, რაზეც მათი ბრუტალურობა მეტყველებს - მათ ურიგებენ „ამფეტამინს“ თუ არ ვიცი, სხვა ნივთიერებებს, რაც მათ გამძლეობას განაპირობებს

პრეზიდენტი - სპეცდანიშნულების ძალები აშკარად ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან, რაზეც მათი ბრუტალურობა მეტყველებს - მათ ურიგებენ „ამფეტამინს“ თუ არ ვიცი, სხვა ნივთიერებებს, რაც მათ გამძლეობას განაპირობებს

ეს არის მთელი ქვეყნის აჯანყება, ასეთი მასშტაბური აჯანყება საქართველოს ყველა დიდსა თუ პატარა ქალაქში აქამდე არ მინახავს და არც მსმენია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა France Inter-თან ინტერვიუში განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის "რუსეთის დახმარებით და რუსული სისტემით ოსტატურად მოიპარეს“.
ამასთან, მისივე თქმით, საქართველოში ამჟამად რუსული რეპრესიები მიმდინარეობს.
„დღეს ჩვენ მოწმე ვართ რუსული რეპრესიების, რომელიც ტარდება სპეცდანიშნულების ძალების გამოყენებით და რომლებიც აშკარად ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან. ამაზე მეტყველებს მათი ბრუტალურობა.
მათ ურიგებენ „ამფეტამინს“ თუ არ ვიცი რაიმე სხვა ნივთიერებებს, რაც განაპირობებს გამძლეობას, იმიტომ, რომ უკვე მეხუთე ღამეა ეს გრძელდება. ჩვენი ახალგაზრდებიც ძალიან გამძლეები არიან და უნდა იყვნენ, რათა გაუძლონ ბრუტალურობის ამ ხარისხს,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.