ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პრეზიდენტის თქმით, სპეცრაზმი "აშკარად ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშაა"

პრეზიდენტის თქმით, სპეცრაზმი "აშკარად ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშაა"

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სპეცრაზმელების ნარკოტიკული ზემოქმედების შესახებ აცხადებს. France Inter-თან ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ სპეცდანიშნულების ძალები აშკარად ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ არიან, რაზეც მათი ბრუტალურობა მეტყველებს.
პრეზიდენტის თქმით, მათ გარკვეულ ნივთიერებებს ურიგებენ, რაც მათ გამძლეობას განაპირობებს.
"დღეს ჩვენ მოწმე ვართ რუსული რეპრესიების, რომლებიც ტარდება სპეცდანიშნულების ძალების გამოყენებით და რომლებიც აშკარად ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან, ამაზე მეტყველებს მათი ბრუტალურობა. მათ ურიგებენ ამფეტამინს, თუ არ ვიცი, რაიმე სხვა ნივთიერებებს, რაც განაპირობებს გამძლეობას, იმიტომ რომ უკვე მეხუთე დღეა ეს გრძელდება.
ჩვენი ახალგაზრდებიც ძალიან გამძლეები არიან და უნდა იყვნენ, რათა გაუძლონ ბრუტალურობის ამ ხარისხს", - თქვა პრეზიდენტმა.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.