პრეზიდენტი ორი ჟურნალისტის მიერ „რუსთავი2“-ის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე - ჟურნალისტი ვერ უნდა ითმენდეს მისი კოლეგის სასტიკ დარბევას - ციხე შიგნიდან ინგრევა!

ციხე შიგნიდან ინგრევა! ახლა საზოგადოებრივ მაუწყებლის ჯერია!, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას ორი ჟურნალისტის მიერ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ დატოვების შეახებ.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, „ჟურნალისტი ვერ უნდა ითმენდეს მისი კოლეგა ჟურნალისტის სასტიკ დარბევას.
„ჟურნალისტი ვერ უნდა ითმენდეს მისი კოლეგა ჟურნალისტის სასტიკ დარბევას … ვიღაცამ ხომ უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი რამეთუ ციხე შიგნიდან ინგრევა! ახლა საზოგადოებრივ მაუწყებლის ჯერია!“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.
„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, ტელეკომპანია “რუსთავი 2” ორმა ჟურნალისტმა, მარიამ ჯანელიძემ და ბექა პატურაშვილმა დატოვა.
“ჩვენი შეხედულებების გამო მივიღეთ ეს გადაწყვეტილება… ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე”, - განუცხადა მარიამ ჯანელიძემ „რადიო თავისუფლებას“.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.