პრეზიდენტი შსს-ის აკადემიის ტაქტიკური მომზადების სამსახურის უფროსი ინსტრუქტორის მიერ თანამდებობის დატოვებას ეხმაურება, მას პირველ მერცხალს უწოდებს და აცხადებს, რომ ეს ფაქტი „რეპრესიული აპარატის ნგრევის ნიშანია“

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შსს-ის აკადემიის ტაქტიკური მომზადების სამსახურის უფროსი ინსტრუქტორის მიერ თანამდებობის დატოვებას ეხმაურება, მას პირველ მერცხალს უწოდებს და ამბობს, რომ ეს ფაქტი „რეპრესიული აპარატის ნგრევის უტყუარი წინამორბედი ნიშანია“. აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტი „ფეისბუქზე“ წერს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოჩნდა პირველი მერცხალი! ეს კი რეპრესიული აპარატის ნგრევის უტყუარი წინამორბედი ნიშანია! სახელმწიფო თქვენ ხართ, ვინც ყველა უწყებაში და რა თანამდებობაზე არ უნდა იყოთ თქვენს სამშობლოს პირად კარიერულ ინტერესზე მაღლა აყენებთ !“,- წერს პრეზიდენტი.
ცნობისთვის, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ტაქტიკური მომზადების სამსახურის უფროსი ინსტრუქტორი გიორგი გაბეხაძე „ფეისბუქზე“ წერს, მან თანამდებობა დატოვა.
„დღეს, 2024 წლის 2 დეკემბერს, მივიღე ერთ-ერთი მძიმე, თუმცა, გონებით და შინაგანი რწმენით ნაკარნახევი გადაწყვეტილება, მივმართე საქართველოს შსს-ის აკადემიის რექტორს პატაკით, დავტოვო შსს-ის აკადემიის ტაქტიკური მომზადების სამსახურის უფროსი ინსტრუქტორის თანამდებობა და დავეთხოვო შს სამინისტროს სისტემიდან“,- წერს გაბეხაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება