ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პრეზიდენტი: მყავს ერთი პრემიერობის კანდიდატი, არჩევნების შემდეგ წარვადგენ

პრეზიდენტი: მყავს ერთი პრემიერობის კანდიდატი, არჩევნების შემდეგ წარვადგენ

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, უკვე შერჩეული ჰყავს პრემიერობის ერთი კანდიდატი, რომელსაც თავად წარადგენს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ამის შესახებ მან ტელეკომპანია "ფორმულასთან" ინტერვიუში ისაუბრა.
"მყავდა და მყავს პრემიერობის ერთი კანდიდატი. ძალიან ბევრი ვიფიქრე და შევჯერდი. მე ვუწევ ანგარიშს ამ 4 პარტიას. აქ არანაირი დისონანსი არ უნდა იყოს. მათგან მოვისმინე, რომ ეს საკითხი უნდა გადაწყდეს არჩევნების შემდეგ. ასევე სხვადასხვა ხედვა იყო, როგორი უნდა იყოს მთავრობა, რაზეც მაქვს ჩემი ხედვა", - თქვა ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, პრემიერობის კანდიდატი იქნება "ნეიტრალური" და უპარტიო.
"ვფიქრობ, რომ ნეიტრალური პრემიერი, რომელიც არ არის პოლიტიკური ფიგურა, პოლიტიკური პარტიებიდან წამოსული, ბევრად ადვილია იმისთვის, რომ შეჯერდნენ ეს პარტიები, რომლებსაც სხვადასხვა ხედვა აქვთ. ტექნიკური მთავრობა, რომელიც შეიძლება იყოს მთლიანად ტექნიკური, შერეული, ამაზე არჩევნების შემდეგ შევჯერდებით".
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.
საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიების ბლოკებად გაერთიანება აკრძალულია, ერთადერთი გზა არჩევნებში მათი ერთად მონაწილეობისთვის არის საერთო საარჩევნო სიის შექმნა. საარჩევნო სიაში შეიძლება აღმოჩნდეს მხოლოდ არჩევნებში მონაწილე პარტიის წევრი ანდა უპარტიო პოლიტიკოსი.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.