ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პრეზიდენტის პრესკონფერენციას „პირველი არხი“ არ ესწრება

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის 5 აგვისტოს პრესკონფერენციას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი [„პირველი არხი“] არ ესწრება.
პრეზიდენტის განცხადებით, მან უკვე მესამეჯერ მიიღო უარი „პირველი არხისგან“.
„სამწუხაროა, რაც ხდება ამ ქვეყანაში მედიის კუთხით. არ ვიტყვი, რომ ორი არხი არ ესწრება – მათი გადაწყვეტილებაა. აბსოლოტურად ყველა იყო დაპატიჟებული. [..] საზოგადოებრივი მაუწყებელი მესამეჯერ მოვიწვიეთ, სხვადასხვა ფორმატში.
ერთხელ გვიპასუხეს, რომ არ შეიძლებოდა მათი მონაწილეობა, თუ არ იქნებოდა ყველასთვის ღია ფორმატი. მეორეჯერ – ცალკე ინტერვიუე. მესამეჯერ, დღეს, რომელიც არის საყოველთაო ფორმატი… სამივეჯერ უარი მივიღეთ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
სტატიის გამოქვეყნების მომენტში, 21:18 საათისთვის, პრეზიდენტის პრესკონფერენცია არ გადაიცემა და არაა ნახსენები „მოამბის“ 21 საათის გამოშვებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.