ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„პირველი არხი“, „იმედი“ და „PosTV“ პრეზიდენტის პრესკონფერენციაზე არ მივიდნენ

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“, „იმედისა“ და „PosTV“-ის ჟურნალისტები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგს არ ესწრებიან. ამ საკითხზე მედიის შეკითხვების მოსმენამდე ყურადღება თავად პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გაამახვილა.
„ორი არხი აქ არ ესწრება. აბსოლუტურად ყველა იყო დაპატიჟებული როგორც რეგიონებიდან, ისე თბილისიდან. მე ყურადღებას გავამახვილებ იმაზე, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც მესამეჯერ მოვიწვიეთ სხვადასხვა ფორმატში [არ მოვიდა]. ერთხელ გვიპასუხეს, რომ არ შეიძლებოდა მათი მონაწილეობა, თუ ეს არ იქნებოდა ყველასთვის, მეორედ - ცალკე ინტერვიუზე, მესამეჯერ დღეს. სამივეჯერ მივიღეთ უარი. მე მგონი ეს არის მათი ქარტიის დარღვევა“, - თქვა პრეზიდენტმა.
მოგვიანებით, რადიო თავისუფლებამ გაარკვია, რომ ბრიფინგზე არ მივიდნენ „იმედისა“ და „PosTV“-ის ჟურნალისტები და სწორედ ისინი იგულისხმებოდნენ იმ „ორ არხში“, ვისზე პრეზიდენტმა ისაუბრა.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.