პრეზიდენტის ეს სამართლებრივი ჟესტი არის გზავნილი, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში კანონი უპირატესია, პოლიტიკოსობა არ არის ინდულგენცია და შეწყალების აქტი ოპოზიციისთვის მიცემული კიდევ ერთი შესაძლებლობაა, სცადონ ჯანსაღი პოლიტიკური ოპონირება

პრეზიდენტის ეს სამართლებრივი ჟესტი არის გზავნილი, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში კანონი უპირატესია, პოლიტიკოსობა არ არის ინდულგენცია და შეწყალების აქტი ოპოზიციისთვის მიცემული კიდევ ერთი შესაძლებლობაა, სცადონ ჯანსაღი პოლიტიკური ოპონირება
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის რეგისტრირებულ პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის არის პარტია – „ძლიერი საქართველო – ლელო“, რომლის ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე კონკრეტული დანაშაულისთვის პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიან სასჯელს. საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება ზემოაღნიშნულ პირთა შეიწყალების შესახებ, – წერს “ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი, სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, მიხეილ ყაველაშვილის ეს ქმედება, უნდა შეფასდეს როგორც პრეზიდენტის მიერ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში კანონის დამრღვევთა მიმართ განხორციელებული პატიების აქტი, რომელიც ემსახურება პოლიტიკურ მიზანს, პარტია “ლელოს” მიეცეს საშუალება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მაქსიმალური პოლიტიკური პოტენციალით მიიღოს მონაწილეობა.
“ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის რეგისტრირებულ პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის არის პარტია – „ძლიერი საქართველო – ლელო“, რომლის ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე კონკრეტული დანაშაულისთვის პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიან სასჯელს. საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება ზემოაღნიშნულ პირთა შეიწყალების შესახებ. საქართველოს პრეზიდენტის ეს ქმედება გაგებული უნდა იყოს სწორად, ანუ უნდა შეფასდეს როგორც პრეზიდენტის მიერ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში კანონის დამრღვევთა მიმართ განხორციელებული პატიების აქტი, რომელიც ემსახურება პოლიტიკურ მიზანს, პარტია – „ძლიერი საქართველო – ლელოს“, მიეცეს საშუალება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მაქსიმალური პოლიტიკური პოტენციალით მიიღოს მონაწილეობა და ამომრჩეველთან თანაბარი პირობების გათვალისწინებით საარჩევნო გარემო იყო კიდევ უფრო მეტად კონკურენტუნარიანი და სამართლიანი. ქვეყნის პრეზიდენტის ეს სამართლებრივი ჟესტი არის ყველა პოლიტიკურ ძალთა მიმართ გზავნილი, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში კანონი უპირატესია, პოლიტიკოსობა არ არის ინდულგენცია და მათ მიმართ მის მიერ მიღებული შეწყალების აქტი არა ვალდებულება არამედ ოპოზიციისთვის მიცემული კიდევ ერთი შესაძლებლობაა სცადონ ჯანსაღი პოლიტიკური ოპონირება და მაქსიმალური რესურსით ჩაებან საარჩევნო პროცესებში.” – წერს მეგრელიშვილი.
Next: მამუკა ხაზარაძე ადასტურებს, რომ “ლელო” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მაღალი დონის პანელზე მქონდა შესაძლებლობა, ხაზი გამესვა დიპლომატიის, კონფლიქტების პრევენციისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობისთვის, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება

გიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და უკვე მეცხრე თვეა, არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ რაიმე სახის შენიშვნაც არ ყოფილა ჩვენი მიმართულებით