მამუკა ხაზარაძე ადასტურებს, რომ “ლელო” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

მამუკა ხაზარაძე ადასტურებს, რომ “ლელო” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის შეწყალების შემდეგ, “ლელოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ, სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
ხაზარაძის განცხადებით, გადაწყვეტილება არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ მაშინ მიიღეს, როდესაც პარტიის ლიდერები ციხეში ისხდნენ.
“გადაწყვეტილება, არჩევნებთან დაკავშირებით, მიღებული აქვს “ძლიერ საქართველოს”. სწორედ დღევანდელი გადაწყვეტილება პრეზიდენტის, იმაზე მეტყველებს, რომ აურზაური და დაპირისპირება შემოიტანოს ოპოზიციურ ფლანგზე. მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლის ტაქტიკა გვაქვს სხვადასხვა, მიზანი გვაქვს ყველას ერთი – ეს მიზანი არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, პოლიტპატიმრების, სინდისის პატიმრების გათავისუფლება – ამ მიზნისთვის ჩვენ, “ძლიერ საქართველოს” არც ერთი წამით არ გვიღალატია, ამ ბრძოლას გავაგრძელებთ. დანარჩენი, მე ყველას პატივს ვცემ, მაგრამ გადაწყვეტილებას მივიღებთ დამოუკიდებლად.
რა თქმა უნდა, არჩევნებში მონაწილეობის მიღების გადაწყვეტილება მივიღეთ მაშინ, როცა ჩვენ უკვე ციხეში ვისხედით.” – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.
Previous: პრეზიდენტის ეს სამართლებრივი ჟესტი არის გზავნილი, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში კანონი უპირატესია, პოლიტიკოსობა არ არის ინდულგენცია და შეწყალების აქტი ოპოზიციისთვის მიცემული კიდევ ერთი შესაძლებლობაა, სცადონ ჯანსაღი პოლიტიკური ოპონირება

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მაღალი დონის პანელზე მქონდა შესაძლებლობა, ხაზი გამესვა დიპლომატიის, კონფლიქტების პრევენციისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობისთვის, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება

გიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და უკვე მეცხრე თვეა, არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ რაიმე სახის შენიშვნაც არ ყოფილა ჩვენი მიმართულებით