პრეზიდენტის ადმინისტრაცია - პრეზიდენტის ინიციატივით, ათონელის ქუჩაზე ევროპის დღის აღსანიშნავი კონცერტი ჭავჭავაძის გამზირზე განვითარებული პროცესების გამო შეწყდა
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, ათონელის ქუჩაზე ევროპის დღის აღსანიშნავი კონცერტი ჭავჭავაძის გამზირზე განვითარებული პროცესების გამო შეწყდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
კონცერტში მონაწილე მუსიკოსებმა LOUDspeakers მა, ,,ქვემეხმა” და ,,განდაგანმა “ სოლიდარობა გამოუცხადეს ჭავჭავაძის გამზირზე დაკავებულებს და აქციის მონაწილეებს.
„ახლა მივიღეთ ინფორმაცია, რომ საშინელება ხდება ქალაქში, ჭავჭავაძეზე და უბრალოდ, არალოგიკურად მიგვაჩნია ამ კონცერტის გაგრძელება. სამწუხაროდ, უნდა შევწყვიტოთ”, - აღნიშნა LOUDspeakers-მა.
„ მეგობრებო, ასეთ სიტუაციაში მყარად უნდა ვიდგეთ. ასე გაგრძელება არ შეიძლება. ასეთ რაღაცას მართლა თუ შევესწრებოდი ჩემს ცხოვრებაში უკვე აღარ მეგონა, ამიტომ ყველა უნდა შევუერთდეთ იმ ხალხს”, - LOUDspeakers-მა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.