დღეს, ათონელის ქუჩაზე, პრეზიდენტის ინიციატივით, ევროპის დღის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართება
დღეს, 21:00 საათზე ათონელის ქუჩაზე, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ევროპის დღის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღონისძიება გაიხსნება საქართველო - ევროკავშირის ჰიმნებით.
სიტყვით გამოვლენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი.
ღონისძიება დასრულდება კონცერტით, რომელშიც მონაწილეობენ: ლიზა ბათიაშვილი, გიორგი გიგაშვილი, ნინი ნუცუბიძე, კატო კვარაცხელია, ნიკალა ზუბიაშვილი, მარიამ კუბანსკი, დათა მუნჯიშვილი, ელენე კალანდაძე და ერეკლე გეწაძე, სუხიშვილები, ანსამბლი „შავნაბადა“, Loudspeakers, „დაგდაგანი“, quemmekh.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.