პრაღის აეროპორტიდან მგზავრების ევაკუაცია მოხდა ბომბების შესახებ ანონიმური ზარის შემდეგ

შაბათს პრაღის ვაცლავ ჰაველის სახელობის აეროპორტიდან მცირე ხნით მგზავრების ევაკუაცია გახდა საჭირო მას შემდეგ, რაც საღამოს პოლიციამ ანონიმური შეტყობინება მიიღო შენობაში ბომბების არსებობის შესახებ.

როგორც ჩეხეთის პოლიციის მიერ სოციალურ ქსელ X -ში (ყოფილ ტვიტერში) გამოქვეყნებულ ცნობაშია აღნიშნული, ინგლისურად მოლაპარაკე მამაკაცმა ტელეფონით პოლიციას აეროპორტის მე-2 ტერმინალის შენობაში ხუთი ბომბის შესახებ აცნობა.

პოლიცია სავარაუდო ბომბების ძებნას შეუდგა და სასწრაფოდ მოახდინა მთელი შენობის ევაკუაცია. შენობაში ასაფეთქებელი ნივთიერება არ აღმოჩნდა.
ამჟამად პოლიცია ცდილობს დაადგინოს იმ პირის ვინაობა, ვინც ბომბების არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინება გააკეთა.
პრაღის აეროპორტში მომხდარი ინციდენტის ფონია პრაღის კარლის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე, ამავე უნივერსიტეტის სტუდენტის მიერ 21 დეკემბერს მოწყობილი შეიარაღებული თავდასხმა, რასაც 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მეთხუთმეტე თავად თავდამსხმელი იყო, რომელმაც თავი მოიკლა.
23 დეკემბერს მთელი ჩეხეთის მასშტაბით გლოვის დღეა.

ასევე დაგაინტერესებთ

“ძვირფასო ბელარუსებო, თავი შეიკავეთ დღეს რუსეთში, განსაკუთრებით სასაზღვრო ოლქებში მოგზაურობისგან. იქ ყოველდღე ვარდება უპილოტო საფრენი აპარატები და მსგავსი უსიამოვნო შემთხვევები ხდება”