ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ევაკუაცია პრაღის აეროპორტში | პოლიციამ ბომბის არსებობის შესახებ ინფორმაცია მიიღო

ჩეხეთის პოლიციის ინფორმაციით, პრაღის ვაცლავ ჰაველის სახელობის აეროპორტიდან დღეს მცირე ხნით, მგზავრების ევაკუაცია გახდა საჭირო. პოლიციის განცხადებით, ანონიმმა ტელეფონით აეროპორტის მე-2 ტერმინალის შენობაში ხუთი ბომბის შესახებ აცნობა.
საჭირო გახდა აეროპორტის ევაკუაცია, საბოლოოდ კი შენობაში ასაფეთქებელი ნივთიერება არ აღმოჩნდა. პოლიცია ცრუ შეტყობინების ავტორის დადგენას ცდილობს.
შეგახსენებთ 21 დეკემბერს პრაღაში, კარლის უნივერსიტეტის სტუდენტმა ამავე უნივერსიტეტში შეიარაღებული თავდასხმა მოაწყო და 14 ადამიანი მოკლა, თვითონ კი ერთ-ერთი ინფორმაციით, თავი მოიკლა.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.